5 წელია ჯორიან ბეიქერსი ქართველ და არამხოლოდ მომხმარებელს აწვდის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რომელიც დამზადებულია მაღალი დონის სელექციის შედეგად შერჩეული ნედლეულით. ჩვენი წარმოება იკავებს 2000 მ2 ფართობს სადაც დაცულია საწარმოო პროცესისათვის აუცილებელი ყველა ნორმა.

კომპანია მუდმივად ანახლებს მანქანა დანადგარებს და ახდენს მათ როტაციას რათა საწარმოო პროცესი გახდეს კიდე უფრო  ეფექტური და შეიქმნას  ხარისხიანი პროდუქცია, სწორედ საუკეთესო ხარისხი არის ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო რომელმაც ყოველგვარი დამატებითი სარეკლამო დანახარჯების გარეშე მოგვიტანა მომხმარებლის მაღალი ნდობა და უმაღლესი შეფასება

კომპანია დიდ რესურს ხარჯავს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, სწორედ ამ მიზნით  ჩვენთან ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალის ხარისხის და სიზუსტის იაპონური და ევროპული წარმოების ინვენტარით. ლაბორატორიაში ხდება როგორც ნედლეული ასევე გამოშვებული პროდუქციის ტესტირება და კონტროლი.

ჯორჯიან ბეიქერსი საწარმოო პროცესში იყენებს როგორც ძველ ყველასათვის ნაცნობ რეცეპტებს, ასევე აქტიურად მუშაობს ახალი ევროპული რეცეპტების და ტექნოლოგიებით პროდუქციის შექმნაზე, ამ პროცესებში კომპანიას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეხმარებოდნენ, რუსი, ავსტრიელი და იტალიელი ტექნოლოგები.