ჯორჯიან ბეიქერსი წარმოადგენს საკონდიტრო საწარმოს, რომელიც სპეციალიზირდება სხვადასხვა სახის გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმის შექმნაზე.

კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2009 წლის მარტში და შემოიფარგლებოდა მხოლოდ შაქრის ნამცხვრის მცირე ასორტიმენტით.

დღეის მდგომარეობით ჯორჯიან ბეიქერსი ყოველთვიურად აწარმოებს 150 ტონაზე მეტ სააკონდიტრო და არა მარტო პროდუქციას, რომელის დისტრიბუციასაც ახდენს საკუთარი ძალებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 6000 სავაჭრო ობიექტში, ასორტიმენტი კი გაიზარდა 50 ერთეულამდე.

 2013 წლიდან ჯორჯიან ბეიქერსმა დაიწყო ე.წ. სნეკების წარმოება მოხალული მზესუმზირის სახით. ამ მიმართულებამ კომპანიას კარგი შედეგები მოუტანა, რის გამოც გადაწყდა წარმოების გაფართოება და მზესუმზირის კატეგორიის პრიორიტეტულად გამოცხადება

კომპანიაში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 100-ზე მეტი თანამშრომელი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

ჯორჯიან ბეიქერსი გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმის ბაზრის უპირობო ლიდერია და ფლობს მის 25% წილს. ჩვენი მიზანია იგივე შედეგი გავიმეოროთ სნეკების მიმართულებითაც და მაქსიმალურად ჩავანაცვლოდ იმპორტირებული პროდუქცია.

ჩვენ გვჯერა ხვალინდელი დღის და სწორედ ამიტო ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხზე.